“პანკისში მოსახლეობა კონტროლის ქვეშ არის”

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პანკისში სრული სიმშვიდეა, ხოლო მოსახლეობა სრული კონტროლის ქვეშაა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე სადამკვირვებლო მისიას, პანკისში არსებული მდგომარეობის ნახვის სურვილი გაუჩნდება, საქართველო მას ამის შესაძლებლობას მისცემს.

“მესმის, რომ შესაძლოა, ჩვენ დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდეთ ყველა მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ პანკისში სრული სიმშვიდეა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სხვა ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, ნებისმიერ სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, რომ ამ სიტუაციაში გაერკვეს, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ. მთავარია, რომ პანკისის მოსახლეობა კონტოლის ქვეშ არის”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე სწორი იყო თუ არა, ახმედ ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება, სესიაშვილის განმარტებით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ამას პასუხს ვერ გასცემს.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია
შემდეგი სტატია“თავდაცვის მინისტრს პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაევალა”