პანკისში დაკავებული პირების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს

ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებული პირების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, გაუთქმელობაზე ხელი ადვოკატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოაწერინეს, სადაც ისინი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

„მოვაწერე გაუთქმელობაზე ხელი, რომ საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს, მასალებს და ინფორმაციებს არ გადავცემ მესამე პირებს და არ გავაჟღერებ საჯაროდ. ასევე შევთანხმდით საგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე. აინტერესებდათ ,ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელებულიყო, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვიყავი წინააღმდეგი, ვინაიდან გარკვეული ვადა ჩვენც გვჭირდება, რათა მტკიცებულებები მოვიპოვოთ“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

როგორც ცნობილია, სუს-მა 2017 წლის 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი – ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს და მთლიანად რეჟიმს