პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. უხუცესები სოფელ ომალოში შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ობიექტურიგამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უადნაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს,“ – განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა.

ადგილობრივებს კითხვები აქვთ თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს.

„თუ შევნიშნავთ, რომ არ მიმდინარეობს ობიექტურად გამოძიება, გამოვნახავთ ღონისძიებას, თუ რა როგორ წარიმართოს,“- აღნიშნა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები, საქართველოს მუსლიმების სახელით ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას”
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია