პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძარია

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში ხმელ ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს.

როგორც რეგინფოს“ პანკისის მკვიდრმა ლუიზა მუთოშვილმა უთხრა, ცეცხლი ტყისკენ მიიწევს. დუისში უკვე გამოიძახეს სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ადგილობრივები ამ წუთებშიც ცდილობენ, რომ ხანძარი არ გავრცელდეს და ცეცხლმა ტყის პირამდე ან სახლებამდე ვერ მიაღწიოს. ისინი სანიაღვრე არხებიდან წყალს ვედროებით იღებენ და ცეცხლს ასხამენ.

წყარო: “რეგინფო”

banner
წინა სტატიაშისაგანგებო შტაბში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი მივიდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “მ@@@@ნთ პერვერტი და ნაძირალა სიფათები”