პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ

პანკისის ხეობის მოსახლეობა 30 წლის პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ.

როგორც პანკისის ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ ღამით მიიღეს.

„ორი დღის წინ, როდესაც ორი ბიჭის გარდაცვალების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო თარხან ბათირაშვილი დაჭრილი ან გარდაცვლილი ყოფილიყო, რადგან მისი პირადი დაცვის წევრი სოფელ ბირკიანში მცხოვრები 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი გარდაიცვალა. დუისში მხოლოდ თარხან ბათირაშვილის მამა ცხოვრობს. ნათესავები თბილისში ჰყავს და ველოდებით მათ ჩამოსვლას, რომ უახლოეს საათებში ჭიშკარი გააღონ სამძიმრის მისაღებად“, – განაცხადა თემურ ბაღაკაშვილმა.

დილას ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” თავისი საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თარხან ბათირაშვილს ჰყავს უფროსი ძმა, თამაზ ბათირაშვილი (აბდურაჰმანი), რომელიც სირიაში იმყოფება, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მეთაურად ითვლება და უშიშროების საკითხებს განაგებს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლოს 10 ახალი მოსამართლე ჰყავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია