პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დასრულდა

news
: news თებერვალი 29, 2016 14:40

პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა დასრულდა

მნიშვნელოვანი

  • როგორც "თაიმერს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პანკისელი ახალგაზრდების ქართულ ჯარში მსახურის სურვილის შესახებ ანგარიში დღეს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურისგან, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძისგან მოისმინა.

სხვა სტატიები

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა.

როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პანკისელი ახალგაზრდების ქართულ ჯარში მსახურის სურვილის შესახებ ანგარიში დღეს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურისგან, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძისგან მოისმინა.

“პანკისელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად გამოვყავით დღეები და გავახანგრძლივეთ საკონტრაქტო სამსახურში მიღების პერიოდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიგვეცა ამ ადამიანებისთვის სურვილის შემთხვევაში ემსახურათ ქართულ ჯარში. ამ წუთის მდგომარეობით 33-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული. ახლა უკვე დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ შეიკრიბოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ისინი რაც შეიძლება სწრაფად ჩაებან ამ საქმიანობაში. მადლობა მინდა ვუთხრა პოლკოვნიკ ქავთარაძეს და მის ჯგუფს, რომლებმაც მთელი ორი კვირა გაატარეს პანკისში, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრნენ და ამას, როგორც წესი, გამრავლების ეფექტი აქვს. დარწმუნებული ვარ, დღეს, პანკისის ხეობაში გაცილებით მეტს აქვს ინფორმაცია ქართული ჯარის შესახებ. იმედი მაქვს, შემდეგი გაწვევისთვის უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიცემული პირობის შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, გიორგი ფერაძის სახელობის საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ადგილზე უწევდნენ კონსულტაციას. საბუთების მიღების შემდეგ მსურველებს ადგილზევე შეეძლოთ ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა და ფიზიკური ტესტის ჩაბარება.

შერჩევის პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე დარეგისტრირებული ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან.

თავდაცვის მინისტრმა ხეობაში ვიზიტისს შემდეგ პანკისელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შეასრულა და “ცოდნის კვირეულის” ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში “ღია კარის” დღეზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

“დავიწყეთ სპეციალური პროგრამა პანკისის ხეობის უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი არის თავდაცვის აკადემიის მიმართულება, სადაც ღია კარის დღე გვქონდა. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გვყავდა ჩამოყვანილი იმისთვის, რომ გაგვეცნო სისტემა სრულად და ინფრასტრუქტურა თუ როგორ მუშაობს აკადემია, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის და რომ მისი კარი ყველასთვის ღიაა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სტუმრებს აკადემიის ისტორია, სასწავლო პროგრამები და მიღების პირობები იუნკერმა გიორგი ფერაძემ პრეზენტაციის ფორმატში გააცნო.

news
: news თებერვალი 29, 2016 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,746
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics