პან გი მუნის ძმას და ძმისშვილს კურუფციის შესახებ ბრალი წაუყენეს

ამერიკის მთავრობამ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის პან გი მუნის ძმას და ძმისშვილს კურუფციის შესახებ ბრალი წაუყენა. “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, პან გი მუნის ძმისშვილი დააკავეს და შემდეგ 250 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. მისი მამა კი, არ დაუპატიმრებიათ.

მანჰეტენის სასამართლოს მასალების მიხედვით, პან ჩუ ხენი და პან გი სანი შეთქმულებაში არიან ბრალდებული, რომლის მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მოსყიდვა.
Reuters-ის ცნობით, საუბარია ვიეტნამში შენობის კომპლექსის გაყიდვის მცდელობაზე – შეთანხმების თანხა 800 მილიონი დოლარი იყო. პან გი მუნის ძმისშვილი ნიუ-იორკში, უძრავი ქონების ვაჭრობის სფეროში მუშაობს, ძმა კი – სამხრეთ კორეული სამშენებლო კომპანია Keangnam Enterprises Co Ltd-ს უფროსი მრჩეველია.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს Sisa Journal -მა გამოსცა სტატია, სადაც ჟურნალისტურ გამოძიებაში პან გი მუნს ქრთამის აღებაში სდებდნენ ბრალს. გამოძიებაში ნათქვამი იყო, რომ მან ბიზნესმენ პაკ ენ ჩხასგან 230 ათასი დოლარი ქრთამი “საჩუქრის” სახით აიღო. ბრალდების ორივე ფიგურანტმა განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს
შემდეგი სტატიარუსეთის დუმამ ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო