ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება – გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის – ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე – 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიატყიბულის შახტიდან ცხედრების ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა