პაკისტანში სამმა ქალმა მქადაგებელი მოკლა

პაკისტანის ქალაქ სიალკოტში შიიტი მქადაგებელი მოკლეს, რომელიც 10 წლის წინ ღმერთის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაში იყო შემჩნეული -წერს Reuters-ი.პოლიციის ინფორმაციით, ფაზალ აბასის სახლში, როემლიც ხალხს ლოცვებით მკურნალობდა, სამი ქალი გამოჩნდა ჩადრებში. მათ მქადაგებელს სთხოვეს გამოჯანმრთელების ცერემონია ჩაეტარებინა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და შიიტი მქადაგებელი მოკლა.
პოლიციამ ქალები დააკავა. მათ განაცხადეს, რომ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ. აბასის ნათესავები კი თვლიან, რომ ქალები სუნიტ-კონსერვატორებთან არიან კავშირში.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკოს თქმით, მისი მოკვლა სურდათ ლიბერალურ რეფორმებზე უარის თქმის გამო
შემდეგი სტატიაასადი ამერიკას სირიის მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში სდებს ბრალს