პაკისტანში ქმრებს უფლება დართეს ცოლები მსუბუქად ცემონ

10პაკისტანის ისლამური იდეოლოგიის საბჭომ ქალების დასაცავად საკუთარი კანონპროექტი წარადგინა, სადაც რეკომენდებულია “ცოლების მსუბუქად ცემა”, თუკი ის ქმარს აშკარა წინააღმდეგობას უწევს -წერს The Express Tribune.
საკითხზე დავები მას შემდეგ დაიწყო, რაც უარყვეს ქალების ძალადობისგან დაცვის აქტი, რომელიც პენჯაბას კანონმდებების მიერ იყო შემუშავებული. ისლამური იდეოლოგიის საბჭომ მას “არაისლამური” უწოდა.

ახალი წინადადების მიხედვით, ფიზიკური ძალადობის მიზეზი შესაძლებელია იყოს მეუღლის ვალდებულებების შეუსრულებლობა, ქმრის სურვილის დაუმორჩილებლობა ჩაცმისას, სქესობრივ აქტზე უარის თქმა, თუკი ის რელიგიურად არ იქნება დასაბუთებული, ინტიმური სიახლოვის შემდეგ ან მენსტრუაციის პერიოდში დაბანაზე უარის თქმა.

თეოლოგების თქმით, ასევე ცემა დასაშვებია , თუკი ცოლი ხიჯაბს არ ატარებს, ეკონტაქტება უცნობ ადამაინებს, ლაპარაკობს ხმამაღლა, ქმრის თანხმობის გარეშე ფულს აძლევს სხვას.
გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებათ, უცხოური დელეგაციის მიღება, სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა. მედდებს ეკრძალებათ მამაკაც-პაციენტებთან მუშაობა. ქალები ასევე რეკლამებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
აბორტი, 120-ე დღიდან ითვლება მკვლელობად.

აღნიშნულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი, ვინც ქალს დააძალებს ქორწინებას, ან ხელს შეუწყობს მან ძალით იქორწინოს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში თერაპევტმა და ფსიქოლოგმა ჰალედ ალ-საბაკმა ცოლის სწორად ცემის ვიდეოკურსი გამოუშვა. მისი რჩევით, ეს ზედმეტი რისხვისა და სიბრაზის გარეშე უნდა გაკეთდეს, არ შეიძლება ჯოხის ან ბასრი ნივთების გამოყენება, თუმცა, შესაძლებელია ამისათვის გამოიყენონ ცხვირსახოცი, ან მისვაკა (სპეციალური კბილის საწმენდი ჯოხი, რომელიც ხისგან მზადდება).

banner
წინა სტატიაშისარეცხი ფხვნილის ჩინურმა კომპანიამ რასისტული რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაამერიკული არმია განაგრძობს ევროპის მარშრუტების ათვისებას