პაკისტანმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა

პაკისტანმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა

pakistaniპაკისტანში აშშ-ს ელჩს, დევიდ ჰეილს ქვეყნის მთავრობამ მკაცრი პროტესტი გამოუცხადა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მოძრაობა “თალიბანის” ლიდერის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციის პაკისტანის ტერიტორიაზე ჩატარების გამო.
როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ასისტენტმა განაცხადა, უპილოტო აპარატიდან პაკისტანის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოება, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, რაც გაეროს წესდების წევრი ქვეყნების ხელშეუხებლობის შესახებ მუხლს აიგნორირებს.
ტარიკ ფატემის თქმით, აშშ-ს მოქმედებებმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ სამომავლო თანამშომლობაზე.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული მოძრაობა “თალიბანის” ლიდერი მულა მანსური, აშშ-ს ავიაციის მიერ ჩატარებული თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშიკანადელმა ჰიპნოზიორმა საფრანგეთში ტელემაყურებელი გააქვავა
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება