პაკისტანის ტერაქტში დაღუპულების რიცხვი 70-მდე გაიზარდა

პაკისტანის ტერაქტში დაღუპულების რიცხვი 70-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ლახორში აფეთქების შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა, მათგან 23 ბავშვია – ადგილობრივი მედია წერს.
ტერაქტის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 56 ბავშვი. ისინი ჰოსპიტალიზებული არიან ქალაქის სხვადასხვა კლინიკებში. როგორც სამედიცინო მუშაკები ამბობენ, მათ დაჭრილებისთვის საკმარისი ადგილი არა აქვთ, ბევრი დაჭრილი იატაკზე წევს და მათთვის სამედიცინო დახმარება ჯერაც არ აღმოუჩენიათ.
ლახორის პარკში გუშინ მოხდა აფეთქება, ბილეთის სალაროსა და საბავშვო სექტორის ახლოს. ასეთი ადგილის არჩევისას, ტერორისტი მაქსიმალურ მსხვერპლზე ითვლიდა. ტერორისტს 8-დან 10-მდე კილო ასაფათქებელი ჰქონდა. სამართალდამცველებმა თვითმკვლელის გვამის ნაწილები და მისი დოკუმენტებიც აღმოაჩინეს, ის 1988 წლის 1 იანვარს არის დაბადებული და მუზაფარგარხის მკვიდრია. პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლსა და უბანში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ტერორისტის ძმები და სხვა დანარჩენი 15 ადამიანი დააკავა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიელებმა ფრანგების თხოვნით როტერდამში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – რაღაც შეიძლება შეიცვალოს