პაკისტანი ბრიტანეთს ბრილიანტ კოხინურის უკან დაბრუნებას სთხოვს

პაკისტანი ბრიტანეთს ბრილიანტ კოხინურის უკან დაბრუნებას სთხოვს

პაკისტანი ბრიტანეთს ბრილიანტ კოხინურის უკან დაბრუნებას სთხოვსპაკისტანის სასამართლოში შევიდა პეტიცია მოთხოვნით პაკისტანს დაუბრუნონ ბრილიანტი “კოხინური”, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საგანძურში ინახება.
ძვირფასი ქვა 105 კარატიანია და ბრიტანეთში 1849 წლიდან მას შემდეგ ინახება, რაც ინგლისის მთავრობამ ლახორას ძვირფასეულობა ჩაიგდო ხელში.
პეტიციის ავტორები ირწმუნებიან, რომ ლეგენდარული ბრილიანტი პაკისტანის საკუთრებაა და მას უნდა დაუბრუნდეს.
“ის არალეგალურად მიითვისეს და წაიღეს” – განაცხადა იურისტმა ჯევედ იკბალ ჯაფრიმ, საჩივრის ავტორმა.

მისი თქმით, მან ბრიტანეთის დედოფალს 786 წერილი მისწერა, სადაც ის იგივეს ითხოვდა.
ექსპერტების აზრით, სასამართლო სავარაუდოდ, არ დაიწყებს საქმის განხილვას.
ბრილიანტ “კოხინურს” დიდი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ის მალვის სახელმწიფოს დინასტიას ამშვენებდა.

banner
წინა სტატიაშიტონი ბლერი: სირია ერაყი არ არის
შემდეგი სტატიაშოკოლადის პუტინი გამოფენაზე