პაკისტანელი თალიბების ლიდერი მოკლეს

პაკისტანური მოძრაობა “თალიბანის” ლიდერი მულა ფაზლულა ავღანეთში მოკლეს – Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროვინცია კუნარზე ავიადარტყმები აშშ-ს სამხედროებმა მიიტანეს 14 ივნისს. “ვადასტურებ, რომ პაკისტანელი თალიბების ლიდერი მულა ფაზლულა განადგურებულია ერთობლივი ოპერაციისას, რომელიც პროვინცია კუნარში მარავერის რაიონში ჩატარდა” – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ზოგიერთი ინფორმაციით, დარტყმები უპილოტოებით განხორციელდა.

2015 წელს პაკისტანმა “თალიბანის” ლიდერის განადგურების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც არასწორი აღმოჩნდა. 2018 წლის მარტიდან მამაკაცი აშშ-ს ძებნილი დამნაშავეების სიაშია, მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის პენტაგონს 5 მილიონი დოლარი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას საკრებულოში მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიარომში ქუჩას ნეოფაშისტის სახელი დაარქვეს