პაკელიანი ნამდვილად წაიქცა, თუმცა დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული-ადვოკატი

დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, პაკელიანი პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად წაიქცა, თუმცა დაცემისას მუხლის და იდაყვის დაზიანება მიიღო, თავის არეში დაზიანებები კი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ადვოკატის მტკიცებით, პოლიციელებს, რომლებმაც პაკელიანი დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს.

„კერძოდ – კასრაძეს და ქიტოშვილს მფარველობს ისანი-სამგორის პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიყმაშვილი.

არ გამოვრიცხავ, რომ პაკელიანს ეს ნივთიერება დაუდეს სპეციალურად. მან იპოვა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინტერსედა რა იყო და ამ დროს იქ მოულოდნელად აღმოჩნდნენ პოლიციელები. პაკელიანი გაიქცა, გაირბინა 150-200 მეტი, ფეხი წამოკრა რაღაც ნივთს და წაიქცა. ვადასტურებ, რომ მან დაიზიანა იდაყვი და მუხლი, თუმცა პოლიციელების ჩვენებით, რომლებიც იქ იმყოფებდნენ დასტურდება რომ, როცა ისინი პაკელიანთან მივიდნენ, შარვალი დახეული არ ჰქონდა და სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პოლიციელებისვე ჩვენებაში წერია, რომ პაკელიანმა გაქცევისას მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ნივთიერება და გადაყლაპა, თუმცა მთლიანად მისი გადაყლაპვა ვერ მოასწრო და ნაწილი დაიტოვა ჯიბეში“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, აბსურდია იმის მტკიცებაც, რომ თურმე პაკელიანს შს სამინისტროს და გამომძიებლების არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიგაიზარდა თუ არა დანაშაული საქართველოში – შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა
შემდეგი სტატია(video) “პატრულის მანქანამ ორსულ ქალს ხიფათი შეუქმნა…ხიფათის შექმნის გაპროტესტებისთვის კი ახალგაზრად მამაკაცი დააკავეს”