პაატა ზაქარეიშვილი სტამბოლიდან დაბრუნებას ვერ ახერხებს

სტამბოლი-თბილისის რეისის გადადების გამო ვერ ჩამოვიდა სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში. რეისი თბილისში ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა. დღეს კვორუმის არარსებობის გამო თბილისში მთავრობის სხდომა გადაიდო.

“ვიმყოფები სტამბოლის აეროპორტში, წუხელ გამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინეს, რომ თბილისში ძლიერი ქარის გამო რეისი გადაიდო, როდესაც ადმინისტრაციასთან გავარკვიეთ, სტამბოლიდან ყველა რეისი გადაიდო. სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. ყოველთვის ვესწრები ხოლმე მთავრობის სხდომას. მითხრეს, რომ საღამოსკენ, 5-6 საათის ფარგლებში მოახერხებენ ჩვენს გამომგზავრებას,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საზღვრის ერთობლივი დაცვის გეგმა დაამტკიცა