პაატა შევარდნაძე:თავიდან ბოლომდე რუსეთზე ვართ მიბმული-“ფურთხის ღირსი ხარ საქართველო”!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილის პაატა შევარდნაძის თქმით, თავიდან ბოლომდე რუსეთზე ვართ მიბმული. ამის შესახებ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ! დღეს გუდაურში ვიყავი. ვინც ჩემი ინტერნეტის “ერთგულება” იცის, მიხვდება, ვინც არა, ისიც გაიგებს! მოკლედ ვფიქრობდი გუდაური და ასე შემდეგ ჩვენია-მეთქი, შენც არ მომიკვდე, რუსებისაა. ჩავრთე ჩემი VPN, ვინც იცის მიხვდება, რასაც ვგულისხმობ და რას ვხედავ – ყველაზე ახლობელი პუნქტი რუსეთია. მერე ცხადია, IP გადავამოწმე; იგივე!

გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, თავიდან ბოლომდე რუსეთზე ვართ მიბმული – დასკვნები თვითონ გააკეთეთ! სირცხვილია!!! მაგთი, სილქი, რას აკეთებთ? მე არ მინდა პირადად რუსული “განუსაზღვრელი”, ე.წ. რბილი ძალის ქვეშ ვიყო! ვისაც გინდათ იყავით!

ნამდვილად არ აღვშფოთდებოდი, შემთხვევით რომ არ გამეგო ეს ყველაფერი. “ფურთხის ღირსი ხარ საქართველო”!

თუ რამე არაკორექტულად გამომივიდა, ჩვენს თავს დავაბრალოთ!”, – წერს შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში აშშ-ს არმია  ავღანეთში რჩება
შემდეგი სტატიაერდოღანი, თურქეთის ისტორიაში უდიდეს საავადმყოფოს გახსნის