პაატა შეშელიძე პრემიერის განცხადებაზე: მას ძალიან მალე მოუწევს გადადგომა

ეკონომიკის ექსპერტის პაატა შეშელიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურს გადადგომა მალე მოუწევს, რადგან წარმოდგენილი პროგრამა „ცხოველუნარიანი“ არ არის.

ამის შესახებ შეშელიძემ პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„ადამიანი, რომელიც მთავრობას უდგას სათავეში პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ პროგრამაზე, რომელიც მას აქვს, მაგრამ მას ძალიან მალე მოუწევს ამ პასუხისმგებლობის გამო გადადგომა, რადგან პროექტი, რომელიც წარმოდგენილი, ცხოველუნარიანი არ არის“, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებები, თითქოსდა მთავრობას არ აქვს ერთიანი პოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, აბსურდულია.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ – ეს არის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე