პაატა იმნაძე შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელი წითელასა და წითურას ინფექციასთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მშობლებს, ინფექციური ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს.

პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი პროფილაქტიკისთვის ექიმთან მიიყვანოს და მისი რეკომენდაციით იმოქმედოს.

’’შემოდგომის სეზონზე, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ბავშვი აცრილი. ასევე, სკოლაში, თუ რაიმე სახის გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს მოზარდს, ასეთ დროს აუცილებელია , რომ ბავშვი აიცრას. სხვა მხრივ, ამ პერიოდში, განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ზაფხულის ინფექციებს , პაატა იმნაძის თქმით, ამ სეზონზე ხშირია, ნაწლავური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობასთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ეს ვირუსები შესაძლოა, შემოდგომის სეზონზეც გაგრძელდეს, ამიტომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში იღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატია,,უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს – ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ჩემი ეშინიათ”