პაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას ექპერტები არჩევნებამდე ვარაუდობენ

პაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას პოლიტიკური ექპერტები არჩევნებამდე ვარაუდობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი მოთამაშე შემოდის.

„მგონი არჩევნებში ყველა ვარიანტში გავლენ, გააჩნია როგორ მივლენ არჩევნებამდე ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, თუ ორივე ასეთ დონზე დარჩება, მაშინ პაატა ბურჭულაძეს სერიოზული შანსები ექნება,“- განცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელმა, თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ახალი ოპოზიციური კოალიცია შეიქმნას.

„კოალიციას არ გამოვრიცხავ, ვინაიდან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, პოლიტიკური კულტურა უფრო და უფრო განვითარდება, ბუნებრივია პოლიტიკური კოალიციები არ უნდა იყოს გამორიცხულ,“- განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილემ, პაატა გაფრინდაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია, 15 წლის შემდეგ ვიქნებით ძალიან შორს განვითარებული სამყაროსგან”
შემდეგი სტატია,, დაველოდოთ კოალიციის პოლიტსაბჭოს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს”