პაატა ბურჭულაძის პარტია მცხეთაში მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერს

დიდი შეთქმულება „ოცნებაში“

მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მცხეთის 37-ე ოლქში მხარს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს, – ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გუშინ პაატა ბურჭულაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
”რაც შეეხება მცხეთის 37-ე ოლქს, ჩვენი პარტია მხარს უჭერს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს”, – ნათქვამია ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ ,,თაიმერი” აღნიშნულ ინფორმაციას ექსკლუზიურად რამდენიმე თვის წინ წერდა.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას ოჯახი სამართალდამცველებს ორკვირიან ვადას აძლევს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა