პაატა ბურჭულაძე : მე უგულავას ნაჩუქარი, ივანიშვილს კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა

პაატა ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „მაესტროს“ ეთერში გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, სადაც ივანიშვილმა მისი და ბურჭულაძის შეხვედრა გაიხსენა და დასძინა, რომ ბურჭულაძეს გიგი უგულავას ნაჩუქარი საათი ეკეთა:

“ შეხვედრაზე ნამდვილად გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე მაშინ, ვერ გაიხსენა დღეს ეტყობა. რაც შეეხება უგულავას ნაჩუქარ საათს, ძალიან ნაწყენი ვარ დავით ნარმანიაზე, ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც ყოფილ მერთან და ნარმანიას ჩემთვის ჯერ საათი არ უჩუქებია. ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, მაჩუქებს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში სტიქიას ებრძვიან – მთავრობის თავმჯდომარემ თხილნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა