პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებოდა

“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებოდა .

როგორც “თაიმერს” “საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პაატა ბურჭულაძე ესპანელ მეცნიერს, პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს ფედერიკო მაიორ სარაგოსას შეხვდა.

მათივე ცნობით, ფედერიკო მაიორ სარაგოსასთან თანამშრომლობით და მისივე კოორდინირებით 1994-1996 წლებში მცხეთის ისტორიულ ძეგლებს, ზემო სვანეთს, გელათის მონასტერსა და ბაგრატის საკათედრო ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ფედერიკო მაიორ სარაგოსა ათეული წლის განმავლობაში იკავებდა მაღალი რანგის თანამდებობას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და იყო ევროპარლამენტის დეპუტატი.

“ვიზიტი იყო საინტერესო. შევხვდი საერთაშორისო პარტნიორებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ უცხოელ მეგობრებს. რომლებიც ჩემს გვერდით დგანან საქართველოს განვითარების პროცესში. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება დადებითი იმიჯის ამაღლება ქვეყნის გარეთ. მცირე მასშტაბის პროექტები, როგორც წესი, არ არის საკმარისი კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მნიშვნელოვანია არსებობდეს ქართული კულტურის პოპულარიზაციის ისეთი პროექტი და ისეთი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, სადაც ჩატარებული ღონისძიებები იქნება მაღალი ინტერესის ქვეშ. შესაბამისად, უცხოური მედია იქნება მეტად დაინტერესებული ქართული კულტურით, კულტურული მემკვიდრეობით და იმ ტურისტული ობიექტებით, რაც მთლიანობაში ქმნის ქვეყნის სახეს და დადებით იმიჯს”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ტურისტების მოსაზიდად კამპანიას აძლიერებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლის იუბილე აღინიშნა