პაატა ბურჭულაძე ქიბარ ხალვაშს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს, „გამოიჩინოს ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული“ და მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა არჩევნებამდე არ მოხდეს.

„ამდენი წელი არ ჰქონია ეს ტელევიზია და 4 თვეც მოითმინოს“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე, რომელმაც “კურიერის” პირდაპირ ეთერში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

„დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, აბსოლუტურად უსამართლობასთან გვაქვს საქმე. დღეს ჩვენ გვაქვს მურუსიძის სასამართლო. მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც გარშემო თავის მსგავს ხალხს შემოიკრებს. ეს ვირუსი გამრავლდება და შემდეგ გვექნება გამოუვალი მდგომარეობა”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

ბურჭულაძის თქმით, მის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს სასამართლო სამართლიანი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს აღარ ჰქონდეს უმრავლესობაზე გავლენა პარლამენტში
შემდეგი სტატიაშენ ხარ პოლიტიკური გვამი – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს