პაატა ბურჭულაძე : პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას სთხოვს

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს თხოვნით მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია იმისათვის, რომ მოხდეს მოძრაობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის რეალიზება არჩევნებამდე.

საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას რის შემდეგაც მოხდება საბჭოს ახალი შემადგენლობის განსხვავებული სისტემით არჩევა. ასევე იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა. რიგგარეშე სესიამდე მოძრაობა 30 ათას ხელმოწერას შეაგროვებს.
სტრასბურგიდან მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით რათა მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე სესია და მას შემდეგ რაც ჩვენ შევაგროვებთ 30 ათას ხელმოწერას მოხდეს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ხელმოწერა არჩევნებამდე. ვინაიდან ამის გარეშე ძალიან რთული იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარება. – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძე : ლიტვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაახალ სტუდენტურ საცხოვრებელში რეგიონებიდან სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტები იცხოვრებენ