„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტის განცხადებას ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მართებულად მიიჩნევს.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტებას და მის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდა. პარტია მართებულად მიიჩნევს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას აღნიშნულ კანონპროექტზე, რის საფუძველსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც იძლევა. მას შემდეგ რაც ვენეციის კომისიამ უმოკლეს ვადებში დადო რეკომენდაცია, ნათლად გამოჩნდა რომ კანონპროექტი არ არის სრული და საერთო ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამოა. სახელმწიფო ხალხისთვის მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაადოს ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ამავდროულად არსებობს ვეტოს გადალახვის საფრთხეც. პარტია სახელმწიფო ხალხისთვის მოუწოდებს მთელს პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქტიურონ ძალისხმევა და იმოქმედონ კოორდინირებულად, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება დააკნინოს საკონსტიტუციო სასამართლო და საფრთხე შეუქმნას მის ეფექტიან ფუნქციონირებას.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“პრემიერის მხრიდან, აღარ იქნება მითითება – დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა “
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს