პაატა ბურჭულაძე : მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე სპეცრაზმელებს მოუწოდებს, რომ ხელი არ ახლონ მშვიდობიან მოქალაქეებს.

როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ადგილი აქვს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას.

„ადგილი აქვს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სპეცრაზმელებს მოვუწოდებ ხელი არ ახლონ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც უნდათ სამართლის აღდგენა. დღეს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და მიმართა ასეთ გეგმას. გიორგი კვირიკაშვილმა აღიაროს დამარცხება, ამასაც ვაჟკაცობა უნდა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკორცხელში ამომრჩეველთა ნაწილი საარჩევნო უბანთან არსებულ რიგებს აპროტესტებს