პაატა ბურჭულაძე კონფლიქტოლოგებს ხვდება

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

“საქართველოს განვითარების ფონდში” კონფლიქტოლოგებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელები ხვდებიან.

როგორც ჟურნალისტებს “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა, ის მიემგზავრება ამერიკაში და საქართველოში არსებული სიტუაციის გასაცნობად უკვე ორი დღეა ექპერტებთან შეხვედრებს მართავს.

“ორი დღეა ვხვდები დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის კონფლიქტოლოგებს. მათგან ვიღებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. მე მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები რესპუბლიკელების და დემოკრატების ლიდერებთან და მინდა მქოდნეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ექსპერტებთან შეხვედრები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, კარგია, რომ ასეთი შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა ფონდის ხელმძღვანელობამ.

“აქ იმყოფებიან კონფლიქტოლოგები და იმ არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში მუშაობენ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინსტრუმენტებზე, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე საქართველოს ხელისუფლება. ფონდის წარმომადგენლებს გავაცნობთ ჩვენს ხედვებს სტრატეგიულ მიდგომებთან დაკავშირებით”, – განაცხადა არეშიძემ.

banner
წინა სტატიაში“წულუკიანის განცხადების შემდეგ, პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს”
შემდეგი სტატიაილიაუნის სტუდენტები თსუ-ს სტუდენტების მხარდამჭერ აქციას მართავენ