პაატა ბურჭულაძე – გამოძიებას უკვე ეჭვი აღარაფერში ეპარება

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მისი გამოკითხვის პროცესით ამ ეტაპზე კმაყოფილია. როგორც მან განმარტა, გამოძიებას ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელსაც პასუხს სცემს. ამასთან, ბურჭულაძის თქმით, “გამოძიებას ეჭვი აღარაფერში ეპარება უკვე”.

აღნიშნული კომენტარი მან დაკითხვაზე გამოცხადებული შესვენებისას გააკეთა, ამჟამად კი ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის გამოკითხვა კვლავ განახლებულია.

“გამოკითხვა მიმდინარეობს ძალიან კორექტულად, საქმიანად. ძალიან კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და აქ ყველაფერს დაესმება თავისი წერტილი. დღევანდელი დღის, ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუმცა საუბარი საერთოდ არ ყოფილა მაღაზიებში განთავსებულ ყუთებზე, სადაც გროვდება თანხა. არავითარი ეჭვი არ ეპარება, მე მგონი, გამოძიებას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის მინისტრი – ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად დაბრკოლებები არ არის
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე – გამორიცხულია ჩემს მიმართ საქმე აღიძრას, მინდა ფონდ „იავნანას“ ეს ლაქა მოვაშორო