პაატა ბურჭულაძე: ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა 12%-ს სცდება

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება. პარტიის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, დარწმუნებულია, რომ მათი პარტიის მონაცემები გაცილებით დიდია.

ამის შესახებ ბურჭულაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, გული არ გაიტეხონ. ხვალ დილით სულ სხვა რეზულტატი ელოდებათ მათ. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ გამოკითხვა და ვიცით, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა 12%-ს სცდება,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მისმა შტაბის წევრებმა დააფიქსირეს.

banner
წინა სტატიაშიGFK-ს ვიცეპრეზიდენტმის განცხადებით, ბარიერის გადალახვის შანსი კიდევ 3 პარტიას აქვს
შემდეგი სტატიაკორცხელში საარჩევნო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს