ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, მომსახურების სერვისცენტრი გაქურდეს.
ადგილობრივები თქმით, მძარცველებმა 1 750 ლარი წაიღეს.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მომსახურების ცენტრის თანამშრომლები ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.