ოზურგეთში მეორე ტურში გამარჯვებული მერი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას გეგმავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 16:07

ოზურგეთში მეორე ტურში გამარჯვებული მერი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას გეგმავს

მნიშვნელოვანი

  • ოზურგეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი დამარცხდა. მერი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა.

სხვა სტატიები

ოზურგეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი დამარცხდა. მერი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა.

კონსტანტინე შარაშენიძემ მერის რანგში პირველი განცხადებაც გააკეთა. შარაშენიძე ამბობს, რომ აპირებს საკრებულოსთან თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი სხვა პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, რადგან მის მსგავსად საკრებულოც ხალხის არჩეულია.

„საკრებულოში არის ხალხი, რომელსაც ჰქვია ოზურგეთის მოსახლეობის არჩეული ხალხი. აქედან გამომდინარე რა პრობლემა უნდა მქონდეს. ოზურგეთში ხალხმა მხარი დამიჭირა და თუ მე ახლა შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია არ გამაჩნია, როგორ უნდა დამიჭიროს მე ხალხმა მხარი,“-განაცხადა კონსტანტინე შარაშენიძემ.

კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს.

„რა პრობლემა გვაქვს, ჩვენ ოზურგეთზე ვსაუბრობთ. ოზურგეთი არის ჩვენი ოჯახი, ჩვენ ერთი ქალაქის, ერთი რაიონის მაცხოვრებლები ვართ და ასე რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის,“-განაცხცადა კონსტანტინე შარაშენიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 16:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics