ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრეს

ფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალეს

ფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალესოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრეს- ინფორმაციას ამის შესახებ “გურიის მოამბე” ავრცელებს. დაჭრილები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მათივე დაჟინებული მოთხოვნით რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილები.
როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ გურიის მოამბესთან განაცხადა, დაჭრილებს გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და ხელწერილის საფუძველზე მათ მალევე დატოვეს სამედიცინო ცენტრი. ,,ორივე მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული, ადგილზე ჩაუტარდათ ამბულატორიული მომსახურება. მათი დაჟინებული მოთხოვნით მათ ხელწერილის საფუძველზე დატოვეს ჩვენი სამედიცინო ცენტრი. თავადვე გამოიძახეს რეანომობილი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მკურნალობას აგრძელებენ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში”-გვითხრა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) დაღესტანში პატიმარი საჭმლის მისაწოდებელი სარკმლიდან გაიქცა
შემდეგი სტატიაბრიუსელის სადგური ორი საეჭვო ჩემოდნის გამო ევაკუირებულია