ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ მელექედურში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, რომელსაც ერთი სასიკვდილო ჭრილობა დანით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ”თაიმერს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიბა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში რუსი ფანატები გააუპატიურეს?
შემდეგი სტატიარუსეთი ირანელ ტერორისტებს იცავს