ოტობაიას და ნაბაკევის გამშვები პუქტები დაიხურება

ოტობაიას და ნაბაკევის გამშვები პუქტები დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის დეფაქტო მინისტთა კაბინეტმა. ამ უწყების სამართლებრივი განყოფილების უფროსმა ლაშა ცაავამ განაცხადა, რომ „ზონის ხაზზე რჩება პაპინირხუას და ლაკუბირხუას გამშვები პუნქტები. ამ უკანასკნელს მხოლოდ ენგურჰესის მომსახურებისთვის იყენებენ“. დადგენილება ძალაში 30 დღეში შევა. გალის რაიონის მოსახლეობას ინფორმაციას მიღებული დადგენილების შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაცია მიაწვდის.
ოტობაიას და ნაბაკევის გამშვები პუნქტების მეშვეობით გალის რაიონის მოსახლეობა უკავშირდებოდა დანარჩენ საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიოდესაში სკოლის საპირფარეშო ზეიმით გაიხსნა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის შსს უკმაყოფილოა ადგილობრივი მედიით