“ოთხოზორიას მკვლელი, რუსი სამხედრო ოფიცერი, დააწინაურეს და დანიშნეს ოჩამჩირის რაიონის სპეც-დანიშნულების ბატალიონის მეთაურად”

“გუშინ, ენგურის ხიდთან ჩვენს მიერ გამართულ ხალხმრავალ აქციაზე გალიდან გადმოსულმა პირმა გვაცნობა, რომ ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას სადისტურად მკვლელი, რუსი სამხედრო ოფიცერი, რაშიდ კანჯი-ოღლი, ნაცვლად დასჯისა, დააწინაურეს და დანიშნეს ოჩამჩირის რაიონის სპეც-დანიშნულების ბატალიონის მეთაურად” – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
“ეს არის საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობისა და უსუსურობის შედეგი, რომელიც ნაცვლად იმისა ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მოსმენებით, შანტაჟითა და არჩევნების გაყალბების მზადებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დასვას ინტერპოლის ძებნაზე აფხაზეთის სეპარატისული მთავრობის წევრები და სამხედროები, ვინც ქართველთა გენოციდსა და მკვლელობაში მონაწილეობდა”- განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი მამისონის უღელტეხილთან გზის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ