“ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან”- ფოტო ენმ-ს წარსულიდან

ყოფილი „ნაციონალი“ გიორგი მელაძე ფეისბუკზე ფოტოს აქვეყნებს სადაც ის გიგი უგულავასთან, ნიკა მელიასთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად არის გადაღებული, ფოტო იმ დროისაა, როდესაც ოთხივე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებად ითვლებოდნენ.
გიორგი მელაძე ფოტოს წარწერასაც ურთავს „ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან”.

შეგახსენებთ აღნიშნული ოთხეულიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში მხოლოდ ნიკა მელია დარჩა. ნაციონალური მოძრაობა ფოტოზე გამოსახული პირებიდან პირველმა გიორგი მელაძემ დატოვა და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებელი გახდა, შემდეგში ენმ უკვე გიორგი ვაშაძემაც დატოვა და მოძრაობა „ახალი საქართველოსათვის“ ჩამოაყალიბა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ნაციონალებს გიგი უგულავაც გამოეყო თანამოაზრეებთან ერთად და ახალ პარტიაში „ევროპული საქართველო“ გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) მე დამიჭირა ივანიშილმა და გამომიშვა ივანიშვილმა…-უგულავა
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა ტრამპის მიერ ნათქვამი “მოძველებული ნატოს” გამო შეშფოთება გამოთქვა