ოთარ კახიძე : საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია , ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ

საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმიტომ, რომ ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის შეცდომები, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის პერიოდში დაუშვა, სწორედ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შედეგად მოხდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული და რომელმაც დიდწილად განაპირობა ის, რომ 2012 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ნდობა არ გამოუცხადა „ნაციონალურ მოძრაობას“, განპირობებული იყო სწორედ გაწონასწორებისა და დაბალანსების მექანიზმის არარსებობით. ხელისუფლებას არ ჰყავდა მაკონტროლებელი იმ დონეზე, როგორც უნდა ყოლოდა, სწორედ აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმიტომ, რომ ხელისუფლება მიყავს ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძემ ასევე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ლა აღნიშნა, რომ ის მომხრე იყო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურში ბრძოლის გაგრძელების. თუმცა აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებები მეორე ტურში მხარდაჭერის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან არ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ