ოთარ კახიძე: საკონსტიტუციო რევოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება, უტიფარი ბრალდებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, გაუმართლებელია ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება იმაში, რასაც თავად აკეთებს ქართული ოცნება.

„საკონსტიტუციო რევოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება, უტიფარი ბრალდებაა. ყველასთვის ნათელია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოსამართლეებზე განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მოსამართლეებმა მოითხოვეს საქმეების განხილვის უფლება პროკურატურას გადასცემოდა. ამით პრაქტიკულად ქმედუუნაროდ გამოაცხადეს საკუთარი თავი. ეს შედეგი იყო იმ თავდასხმისა, რომელიც სასამართლოზე განხორციელდა და რომლითაც მიიღეს კანონში ცვლილებები. არადა გვახსოვს თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე და საპროტესტო აქციების გამართვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. გვახსოვს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც ასევე გამოუძიებელია.ჩვენ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვგეგმავთ ამერიკული მარშალის ინსტიტუტის მსგავსი მექანიზმის შექმნას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოებს ჰქონდეთ საშუალება თავად, მათ მიერ დაქვემდებარებულმა სტრუქტურამ გამოიძიოს მოსამართლეებზე ზეწოლის ყველა შემთხვევა და ეს არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებასა და პროკურატურაზე. სასამართლოს თავად უნდა ჰქონდეს ბერკეტი იმისთვის, რომ დაიცვას თავის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“.-განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონ პოსტი: გახდება თუ არა მსოფლიო ბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!
შემდეგი სტატიასოფო კილაძე: მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან