ოთარ კახიძე – არჩევნების დღეს, რაც კი გაუვათ და რასაც კი გამოაპარებენ დამკვირვებლის თვალს, ყველაფერზე მიდიან

ოპოზიციამ უნდა მოახერხოს მხარდამჭერების მობილიზება, რომ გაყალბების ფონზეც კი, მხარი მოქმედ ხელისუფლებას არ დაუჭიროს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს.

მისივე განცხადებით, „პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი დასაქმებული ჰყავთ ადგილობრივ თვითმმართველობაში, სხვადასხვა აიპ-სა და სსიპ-ში და პარტიულ აქტივს ბიუჯეტის ხარჯზე იყენებენ“.

„არჩევნების დღეს, რაც კი გაუვათ და რასაც კი გამოაპარებენ დამკვირვებლის თვალს, ყველაფერზე მიდიან, ეს არის მათი ხელწერა, ასე ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. თუმცა, ოპოზიცია სწორედ ის არის, რომ იმდენი მხარდაჭერის მობილიზება შეძლოს, იმდენად დაარწმუნოს საზოგადოების კრიტიკული მასა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ მეთოდებმაც კი ვერ უშველოს“, – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-ს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაამინა ოკუევას მკვლელობის გამოძიების წინასწარი შედეგები დღეს გახდება ცნობილი