ოთარ კახიძე : არ შეიძლება ბერას განცხადებებზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შს სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და როგორ კანონებს მიიღებს პარლამენტი

სახელმწიფოს მართვისთვის არაფერი შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე არის არაფორმალური მმართველის ოჯახის წევრის დღის წესრიგით პოლიტიკის წარმართვა – არ შეიძლება ბერას განცხადებებზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შს სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და როგორ კანონებს მიიღებს პარლამენტი, – ასე ეხმაურება პროცესებს უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე.

კახიძის თქმით, დაუშვებელია პარლამენტმა გადაწყვეტილებები ბერა ივანიშვილის დღის წესრიგით მიიღოს.

ამასთან, “ევროპული საქართველო” პარლამენტში, უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას იბარებს და ითხოვს პასუხს კითხვებზე, რამდენად კანონიერად მოქმედებდა სპეცრაზმი ღამის კლუბებში შეჭრისას, რამდენად კანონიერი იყო მოქალაქეთა დაკავება და ვინ არის ამ ყველაფერზე პოლიტიკურად და სამართლებრივად პასუხისმგებელი.

“ცენტრალური საკითხია პოლიციელთა მხრიდან კანონის დაცვა და მხოლოდ ამის შემდგომ, მეორეხარისხოვანი თემაა ნარკოპოლიტიკა, რომელზეც „ქართულ ოცნება“ საზოგადოებას მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვერ სთავაზობს ვერაფერს, ვერ სთავაზობს კონკრეტულ ხედვას. ამაზე, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხზე, ხელისუფლება არის არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული”, – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად საჭიროა კონსოლიდაცია – პრეზიდენტი