ოთარ დანელია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს

სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგება - "თაიმერის" ექსკლუზივისოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.”სად კითხულობთ ამ ინფორმაციებს? მინისტრი ვარ, ჩემოვედი, ახალი საწარმო გავხსენი, რას მეკითხებით?”, – განაცხადა დანელიამ ზუგდიდში ჟურნლისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა,. მინისტრი ოთარ დანელია საწარმოს გახსნაზე იმყოფებოდა.

გუშინ “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ოთარ დანელია თანამდებობას ტოვებს და მის სავარძელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იკავებს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა
შემდეგი სტატიაგიორგი ისაკაძე: მაუწყებლობის შეწყვეტას საფრთხე არ ემუქრება