ოთარ დანელია: გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, ღვინის მწარმოებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, დაცული იქნება როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესები.

“მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არც ერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მთავრობა მევენახე გლეხების ინტერესებს სრულად ითვალისწინებს და სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

“გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეზე და – არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე, ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში 1კგ. რქაწითელზე-45 თეთრი; 1კგ. კახურ მწვანეზე-45 თეთრი; 1კგ. საფერავზე- 20 თეთრი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული- 2 ლარი“,-აღნიშნა დანელიამ.

ასევე, დანელიამ განმარტა,რომ ყურძნის გადამამაუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისგან ყურძნის შეძენის მიზნით,შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

banner
წინა სტატიაშიველოსიპედით მოსიარულე მამაკაცი ავარიის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილის პოტენციალის და გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”