ოთარ დანელია განცხადებას ავრცელებს

“მინდა გამოვეხმაურო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებას რომელმაც სამწუხაროდ პასუხების ნაცვლად საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე აქამდე იყო ამ საქმესთან დაკავშირებით.

მე როგორც საზოგადოების წევრი, რიგითი მოქალაქე, როგორც მამა და როგორც შვილი ვუთანაგრძნობ მოკლული ბავშვების ოჯახებს და მხარს ვუჭერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ შექმნას, რომელიც დაგვეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში და ნებისმიერ გადაცდომასთან დაკავშირებით, დადგება ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. როდესაც სამართლიანობაზეა საუბარი პარტიული კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა.

ეს არ არის მხოლოდ ამ ოჯახების ტრაგედია, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ტრაგედია!

კიდევ ერთხელ სრულ თანადგომას ვუცხადებ სარალიძეების ოჯახს და ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით ჭეშმარიტების დასადგენად-აცხადებს ოთარ დანელია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი განცხადებას ავარცელებს
შემდეგი სტატიაწერთლის გამზირზე ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს