ოთარ აბესაძეს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელთან, ოთარ აბესაძესთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, სავარაუდოდ 23 ოქტომბერს კი მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

როგორც აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არამხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმოწმდება, არამედ ჩაუტარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის კვლევები, რის შემდეგაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო დასკვნა დაიდება.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად ოთარ აბესაძეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არ შეცვლია და ის დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

banner
წინა სტატიაში„არაერთ საქმეზე ქალბატონმა ქალდანმა არ გამოიჩინა პრინციპულობა“-ოპოზიცია ნანუაშვილის სავარაუდო შემცვლელს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება