ოსმა ძალოვანებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ილია თაყაძე გაათავისუფლეს

ოსმა ძალოვანებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე გაათავისუფლეს. ის ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

რუსმა სამხედროებმა თაყაძე 23 ოქტომბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მან ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.

ამაჟამად, გათავისუფლებული ილია თაყაძე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვალში არავისთან დავრჩებით-პაატა ბურჭულაძე პარტიის დავალიანებაზე
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მსიამოვნებს აქ როგორც ვარ