ოსლოში დღეს აღმოჩენილი ბომბის გამო 17 წლის რუსი დააკავეს

ნორვეგიის დედაქალაქში რუსეთის 17 წლის მოქალაქე დააპატიმრეს, რომელიც აფეთქების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ქვეყნის პოლიცია იუწყება. პოლიციის განცხადებით, დაკავებული ადრეც ყავდა შემჩნეული – ექსტრემისტი ბოევიკებისადმი, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა.
სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრში ბომბი დღეს დილით აღმოაჩინეს და მაშინვე გააუვნებელყვეს. დღესვე ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე ასწია. ნორვეგიის სპეცსამსახურების თქმით, უახლოეს თვეებში ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის “შესაძლო” დონე „სავარაუდოთი“ შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების თქმით, ბუდაპეშტის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატია(video) ეგზიტპოლის თანახმად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვი ლიდერობს