ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მძღოლებმა გადაკეტეს

ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მძღოლებმა გადაკეტეს.

კომპანია „მეტროს“ ავტობუსებს მძღოლებმა ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს. ამის შედეგად, კომპანიამ 12-საათიანი მარშრუტი ვერ შეასრულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტობუსის მძღოლები კომპანია “მეტროს” ბაზარზე ოპერირებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, შპს “მეტროს” ავტობუსები მათ შიდა რეისებში ეცილებიან და კლიენტებს ართმევენ, რადგანაც აღნიშნული კომპანია მგზავრებს შედარებით დაბალ ფასში სთავაზობს მგზავრობას.

banner
წინა სტატიაშივოლსკის შეფასებით ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების თემისგან პოლიტიკური სკანდალს ქმნის
შემდეგი სტატიაბურჭულაძე დიდ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“