ორსული ცოლის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე რუსთავი ერთი პირი დააკავეს

Crime Scene

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი რუსთავში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. შსს-ის ცნობით, დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაქუთაისში ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს