“ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული“- სასამართლოში ვანდა იმნაძე მივიდა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ის სასამართლოს იმ დარბაზში აპირებდა შესვლას, სადაც ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა.

ვანდა იმნაძეს უშუალოდ ბრალდებულთან მისვლა სურდა, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და მანდატურებმა არ მისცეს.

“ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული“, – განაცხადა ვანდა იმნაძემ.

გარდაცვლილის მეუღლემ ბრალდებულის ადვოკატსაც მიმართა და უთხრა, „რატომ და რა ნამუსით იცავდა მიხეილ იაშვილის უფლებებს“

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა გერმანიის ლიდერებს “მტრები” უწოდა
შემდეგი სტატიარუსეთში შეიარაღებული პირები გამვლელებს თავს დაესხნენ – არიან დაღუპულები